logo
ENG


კობახიძე: კობიაშვილის შეხვედრაზე მელიას მხარდამჭერები სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდნენ
  • 1366ნახვები

ნიკა მელიას რამდენიმე მხარდამჭერი, კერძოდ 4 ადამიანი, სპეციალურად თეთრი პერანგებით მივიდნენ ლევან კობიაშვილის შეხვედრაზე და იწვევდნენ ჩვენს აქტივისტებს. ჩვენი მხარდამჭერები მკაცრად იყვნენ გაფრთხილებული, რომ არცერთ უმძიმეს პროვოკაციას არ წამოგებოდნენ. იქ არ მოხდა არცერთი ინციდენტი, ანუ შესაბამისი რეაქცია ჰქონდათ ჩვენს მხარდამჭერებს.

მელიას მხარდამჭერებს თეთრი პერანგები ეცვათ იმისთვის, რომ კვალი დატყობოდათ ინციდენტისგან, რომელიც მათი გათვლით უნდა მომხდარიყო. საღამოს ისინი სხვა ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი.

ნიკა მელია ვიცით, რომ პროფესიონალი პროვოკატორია, არ გამიკვირდა მათგან.

თქვა ქართული ოცნების ერთერთმა ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე, რომელიც ბოლო დროინდელ თავდასხმებს შეეხებოდა.


ასევე ნახეთ
close დახურვა