logo
ENG


კეზერაშვილი: ფორმულა თავის სათქმელს იტყვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შექმნაში
  • 835ნახვები

დღეს ფორმულა ერთი წლის გახდა. მინდა, ეს დღე მივულოცო ყველას, ვინც თითო აგური მაინც დადო ახალი სატელევიზიო მაუწყებლობის შექმნაში. ეს დღე ეკუთვნის თითოეულ ჟურნალისტს, ოპერატორს, ტექნიკურ და ადმინისტრაციულ პერსონალს - ყველა ცნობად, თუ საზოგადოებისთვის უცნობ სახეს, ვინც ეკრანს მიღმა არაფერს იშურებს იმისათვის, რომ ფორმულამ თავისი ადგილი დაიმკვიდროს ქართულ მედიაბაზარზე. განსაკუთრებით ვულოცავ იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც თავიანთი კარიერის დაწყება ჟურნალისტიკაში სწორედ ფორმულას დაუკავშირეს. სრული სარედაქციო დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და მაღალი ჟურნალისტური სტანდარტის პროდუქტების შექმნა არის ის ფუნდამენტი, რომლის ერთგულიც ფორმულა ამ ერთი წლის განმავლობაში იყო.

დარწმუნებული ვარ, ფორმულა თავის სათქმელს იტყვის თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს შექმნაში. მინდა, ფორმულას ასევე მივულოცო მსოფლიოში სახელგანთქმულ მედიაგიგანტთან, ცნობილ ამერიკულ კომპანია ბლუმბერგთან, კონტრაქტის გაფორმება. ის ფაქტი, რომ სწორედ ფორმულა გახდა მათი პირველი პარტნიორი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ სამხრეთ კავკასიაში, ბევრ რამეზე მეტყველებს. ფორმულამ ძალიან მოკლე დროში უკვე მოახერხა სანდო პარტნიორის იმიჯის დამკვიდრება, მათ შორის, ჩვენი დასავლელი პარტნიორების თვალში. ეს პარტნიორობა დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს ფორმულას. დარწმუნებული ვარ, ამ გამოწვევასაც ღირსეულად უპასუხებთ.

გოლოცავთ კიდევ ერთხელ და წარმატებებს გისურვებთ!

განსაკუთრებული მადლობა ფორმულას ერთგულ მაყურებელს. თქვენი ნდობა ჩვენთვის ყველაზე ძვირფასი მონაპოვარია.

"ფორმულას" დამფუძნებელი დავით კეზერაშვილი ტელეკომპანიის დაბადების დღის შესახებ მილოცვას ავრცელებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა