logo
ENG


მეუფე პეტრე ოცნების წარდგენაზე იერარქების დასწრებაზე: ეს ხომ სამარცხვინოა?!
მეუფე პეტრე
06 ოქტ, 2020 21:59
მეუფე პეტრე ოცნების წარდგენაზე იერარქების დასწრებაზე: ეს ხომ სამარცხვინოა?!
  • 971ნახვები

საპატრიარქოს წინ რომ ჰაერის ბურთი გააკეთეს, ხელისუფლებას ეკლესია ის ბურთი ჰგონია, რომელიც მათ რეიტინგს მაღლა ასწევს. ეკლესია დღეს არის გირა, რომელიც დაბლა წევს (რეიტინგებს).. შევადაროთ ბოლო კვლევები ავტორიტეტული ორგანიზაციების და ორი თვის წინანდელი. ფაქტია, რომ ეკლესია-მონასტრების ეზოში პრეზენტაციებმა და მღვდელმთავრების მონაწილეობამ, რომლებიც თურმე, მხარდასაჭერად არ მიდიან იქ, ისე მიდიან, ესეც ხომ სამარცხვინოა?! როცა მღვდელმთავრებიდან ამას არავინ აპროტესტებს, რომ თურმე, ქართული ოცნების შეკრებაზე მისვლა არ ყოფილა მხარდაჭერა, რადგან მოწოდება არ არის მხარდაჭერისა, ეს ნიშნავს, რომ სხვებიც ეთანხმებიან

ამის შესახებ მეუფე პეტრემ გადაცემაში "რეაქცია" განაცხადა. მმართველი გუნდის საარჩევნო ღონისძიებებს სხვადასხვა რეგიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის შესაბამისი ეპარქიის წინამძღვრები პერმანენტულად ესწრებიან.


ასევე ნახეთ
close დახურვა