logo
ENG


ღამბაშიძე მელაშვილის ბრალზე: ძალიან ლამაზი რუსული თამაშია ეს ყველაფერი
  • 572ნახვები

უშუალოდ ოცნების ამომრჩევლის ტიპაჟს ვიცნობ. ღრმად ფეხებზე კიდია დავით გარეჯის ამბავი. ნაწილს კარტოფილი უნდა, მეორე ნაწილს გარემონტებული ჭავჭავაძე.

როგორც მმკ ძალადობდა წლების განმავლობაში და დღეს ყველასთვის ცხადია, რო საპატრიარქოსა და მმკ-ს პოზიციები სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ზუსტად იგივე მიმართებაში არიან ერთმანეთთან პატრიოტთა ალიანსი და ქართული ოცნება. ერთი მეორეს ფონზე ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში ორივენი ერთი პოლიტიკის გამტარებლები არიან.

ოცნების ამომრჩეველი რუსეთის თემაზეა ჩამოკიდებული. "ომი ჩვენ დავიწყეთ" ამბავზე. იმის იქით არგუმენტი არც სჭირდებათ. აი აზერბაიჯანელების და თურქეთის თემა ერთმნიშვნელოვნად პატრიოტების ამომრჩევლის ამბავია.

სააკაშვილი ისედაც ძებნილია და კიდე ათ-ათი წელი რო უმატონ, მათ ამომრჩეველს უფრო და უფრო ვეღარ შეაზიზღებენ. ზიზღის ფსკერზე არიან. ფიზიკურად აღარ გაიწევს.

სამაგიეროდ, გარეჯის თემით სპეკულირება პატრიოტთა ალიანსს მისცემს დამატებით არგუმენტებს, არა მხოლოდ იმის თაობაზე, რო "წინა მთავრობამ მიწები გაყიდა"(ახლა უკვე პირდაპირი გაგებით, განსაკუთრებული იდიოტებისთვის, ვინც მეტაფორულად ვერ აზროვნებს), არამედ იმის თაობაზე, რომ აზერბაიჯანიც დამპყრობელია.

ხოდა პარანოია კი არა, ძალიან ღია, ძალიან ლამაზი რუსული თამაშია ეს ყველაფერი. არ ეჩქარება ამ რუსეთს, იყოს ათი წელი, იყოს თხუთმეტი წელი, მთავარია განწყობები შეიცვალოს და ისევ საშველად მივუფოფხდეთ ფეხებთან. უბრალოდ, ამჯერად, თავად ვჩალიჩობთ, რომ საშველად გაგვიხდეს საქმე. ვჩალიჩობთ რა, მთავრობა ჩალიჩობს.

რავი, სანამ გადავიჩეხებით ვისეირნოთ "სენთრალ ფარქში" ქუსლებით, მაგრამ კარგი იქნება მაგ სივრცულ აზროვნებას დროში აზროვნებასაც თუ დაუმატებთ. მომავალზე დაფიქრდებით ანუ.



ასევე ნახეთ
close დახურვა