logo
ENG


გახარია წულუკიანზე: მინდა მადლობა გადავუხადო უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის
  • 598ნახვები

დღეს პირველი მთავრობის სხდომაა, როდესაც ქალბატონი თეა წულუკიანი, ჩვენი იუსტიციის მინისტრი ჩვენთან ერთად აღარ არის, მან დატოვა მთავრობის შემადგენლობა. მინდა, მას მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობაში უაღრესად ნაყოფიერი 8-წლიანი შრომისთვის. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო მისი პერსონალური წვლილი მართლმსაჯულების სისტემის ჰუმანიზაციის პროცესში. ასევე, მინდა, ჩამოვთვალო ის მიმართულებები, სადაც ქალბატონმა თეამ მნიშვნელოვანი ღვაწლი და პროგრესი ანახა ქვეყნის განვითარებაში. ეს არის აღდგენითი მართლმსაჯულების სისტემის ჩამოყალიბება, დანაშაულის პრევენციის მექანიზმების დანერგვა, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის და რეაბილიტაციის პროგრამების დანერგვა. რაც მთავარია, მთლიანად სისტემის უფრო მეტი ჰუმანურობისკენ გადადგმული ნაბიჯები. უნდა გვახსოვდეს, დღეს რომ საქართველოში გვაქვს ერთ-ერთი საუკეთესო არასრულწლოვანთა კოდექსი, ეს არის ქალბატონი თეას დამსახურება, ისევე როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მიღწეული წარმატებები, ასევე უკავშირდება ქალბატონ თეას სახელს. მინდა მას წარმატებები ვუსურვო ახალ სტატუსში, პარლამენტში, სადაც დარწმუნებული ვარ, მისი მოღვაწეობა იქნება ასევე წარმატებული და ნაყოფიერი

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. წულუკიანი ქართული ოცნების სიის მე-4 ნომერია. ის მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაერთო და კანონის შესაბამისად, თანამდებობაც დატოვა.


ასევე ნახეთ
close დახურვა