მხოლოდ ერთი კაცის ავადმყოფური შიშებისა და შურისძიების ვნების დასაცხრობად ყველაფერს წირავენ. ადამიანს აბრალებენ იმის საპირისპიროს, რასაც მთელი ცხოვრება მიუძღვნა და ერთგულად ემსახურა. ამ ბოროტების სიმწარე საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ჩემი სრული მხარდაჭერა ბატონ ივერი მელაშვილს!
ამის შესახებ საოპერო მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ Facebook-ზე დაწერა. დავით გარეჯის საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. მელაშვილი ბრალს არ აღიარებს. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.