logo
ENG


სამადაშვილი მელაშვილზე: თანამედროვე ისტორიაში ერთი და იგივე პრობლემა გვქონდა - სასამართლო
  • 276ნახვები

მწერენ, ბევრს სჯერა, რომ სიმართლეა რუქებისა და გარეჯის ამბავი. დიახ, ბევრს სჯეროდა, რომ 30-იან წლებში დახვრეტილი უამრავი ადამიანი, მათ შორის ჩემი დიდი ბაბუაც, "ხალხის მტრები" იყვნენ. დრო გავიდა, სახელმწიფომ მათ შვილებს გროშები მიუყარა, არ ყოფილან ხალხის მტრები, უმიზეზოდ დაგინგრიეს ცხოვრებაო უთხრა და "რეაბილიტაცია" გამოუცხადა. მაშინაც, ახლაც და ყოველთვის, ჩვენს თანამედროვე ისტორიაში, ერთი და იგივე პრობლემა გვქონდა - სასამართლო, რომელიც პოლიტიკურ დაკვეთას ასრულებდა. ამიტომაც ერქვა სტალინის სასამართლოებს სანახაობრივი სასამართლო პროცესი. ეს სანახაობა სტალინმა დაიწყო და არავინ დაასრულა. უნდა დასრულდეს. არაფერ განსაკუთრებულ სირთულესაც არ წარმოადგენს. პოლიტიკური ნება უნდა. მაშინ, ვის რისი სჯერა, აღარ იქნება მნიშვნელოვანი

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრმა სალომე სამადაშვილმა Facebook-ზე დაწერა. საქართველო-აზერბაიჯანის დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. პროკურატურა ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. ექსპერტები, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები და ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები საქმის უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა