logo
ENG


ვაშაძე: როგორც "ტოჩნი ზურაბას" რეიტინგი ჰქონდა 2018-ში, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა ოცნებას
  • 978ნახვები

როგორც "ტოჩნი ზურაბას" რეიტინგი ჰქონდა 2018 წელს, ისეთივე რეიტინგი აქვს ახლა ოცნებას. წინასწარ რეიტინგების გამოქვეყნება ემსახურება ორ მიზანს- რამენაირად შეაგულიანოს თავისი ნირწამხდარი მხარდამჭერები და ე.წ. "ქართული ოცნების" წევრები. მეორე ის, რომ ქალბატონი თამარ ჟვანიას მეთაურობით, ამ არჩევნების გაყალბებას აპირებენ. ქართული ოცნება ვერ მოიგებს პატიოსან არჩევნებში

ასე შეაფასა ჟურნალისტებთან საუბრისას ნაციონალური მოძრაობის წევრმა გრიგოლ ვაშაძემ ქართული ოცნების თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადა, რომლის თანახმადაც საპარლამენტო არჩევნების წინ მმართველი გუნდის რეიტინგი 54-დან 60%-მდე მერყეობს და რიგ შემთხვევებში, 63%-საც კი აჭარბებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა