logo
ENG


ფოფხაძე: გამორიცხულია მძევლად აიყვანო ადამიანები და ილაპარაკო მართლმადიდებლობაზე
  • 709ნახვები

გამორიცხულია მძევლად აიყვანო ადამიანები და ილაპარაკო მართლმადიდებლობაზე. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ეუბნებიან, რომ შენი სამშობლოს მიწები გადაეცი სხვა ქვეყანასო და უმძიმეს ბრალს სდებენ. ასეთი ბრალდებით შეიძლება ადამიანს ფსიქიკა შეერყეს. მე არ მინდა, რომ არჩევნებზე ადამიანები მსხვერპლად შესწიროს ვიღაცამ თავის საარჩევნო კონიუნქტურას. არ შეიძლება, რომ ქართულმა ოცნებამ ასეთი ემოციური თემების სპეკულაციით მიაღწიოს საარჩევნო შედეგს. ეს არ არის მორალურად სწორი და მათ მოუბრუნდებათ.

დავით გარეჯას საქმეზე დაკავებული პირებისთვის პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით, "ჩვენი საქართველოს სოლიდარობის ალიანსის" წარმომადგენელმა გედევან ფოფხაძემ, "ფორმულას" გადაცემა "კომენტარში" ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა