logo
ENG


ეპისკოპოსი იაკობი: 25 მლნ-ს სკოლებში ვიხდით, ხალხი გვყავს დასაქმებული, ჯიბეში კი არ ვიდებთ
  • 7194ნახვები

ერთადერთი ინსტიტუცია ვართ, რომელიც ბოლომდე ხალხს უდგას და ყველას. ჩვენზე წარამარა ხან შავი ჯიპებიო, ხან 25 მილიონიო. ამდენი ეკლესია დაგვინგრიეს, რომელ 25 მილიონზეა ლაპარაკი? ყველაფერი წაიღეს თუ რამე ძვირფასი იყო რუსებმა თავიდანვე და რაც დარჩა კომუნისტებმა. გადით და ნახეთ რამდენი პლაკატია, თითო იცით რა ღირს? 10 ათასს მაინც იხდიან თითო ბანერში. ვისზე რას ლაპარაკობენ?! თუ მისახედია ხალხი ყველამ მიხედოს. მე პირადად ნეიტრალურ პოზიციაზე ვარ. თუ იყო მერე და ალბათ იქნება ვადამდელი არჩევნები, იქ უკვე ჩემ იმას დავაფიქსირებ. საიდან შოულობენ იმ ფულებს? რომ შემოგწირეს წადი და წესიერი რამე გააკეთე. 25 მილიონს ჩვენ სკოლებში ვიხდით და სხვადასხვა რაღაცაში დასაქმებული გვყავს ხალხი, ჯიბეში კი არ ვიდებთ.

ბოდბელმა მიტროპოლიტმა იაკობმა საკვირაო ქადაგებისას ეკლესიის მიმართ გამოთქმულ კრიტიკულ განცხადებებს უპასუხა.


ასევე ნახეთ
close დახურვა