ჩვენ ღვთისგან დაჯილდოებული ვართ მრავალი სასწაულით. შემთხვევით არ არის ის მოვლენა, რომ საქართველოში იყო ჩამოტანილი ხალენი წმინდისა ილია წინასწარმეტყველისა, ის ხალენი აქ არის დაკრძალული. შემთხვევით არ არის ის ფაქტი, რომ საქართველო გახდა წილხვედრი ღვთისმშობლისა, ჩამოტანილი იქნა კვართი მაცხოვრისა.
ეს ყველაფერი მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ ბევრი მოგვეკითხება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ დავძლიოთ ის განსაცდელი, რომელიც მოგვივლინა ჩვენ უფალმა. ავადმყოფობას, რომელიც მძვინვარებს იმედია, რომ საქართველო და ქართველი ხალხი დაძლევს ამ განსაცდელს. მე განსაკუთრებით მივესალმები ჩვენს ხელისუფლებას და ვთხოვ მიულოცონ მრევლს, ხალხს ეს დღესასწაული.