logo
ENG


მელია ღარიბაშვილზე: ძნელად თუ მახსენდება ამდენად ინტელექტისგან დაცლილი ჩინოვნიკი
ნიკა მელია
16 ოქტ, 2020 14:46
მელია ღარიბაშვილზე: ძნელად თუ მახსენდება ამდენად ინტელექტისგან დაცლილი ჩინოვნიკი
  • 1758ნახვები

რა შეფასება შეიძლება მიეცეს ბატონ ღარიბაშვილს?! თავად ფაქტი, რომ ღარიბაშვილი გახლავთ თავდაცვის მინისტრი საკმარისია, რომ ქართული ოცნება დამარცხდეს არჩევნებში. უბრალოდ ძნელად თუ მახსენდება ამდენად ინტელექტისგან დაცლილი, განათლებისგან შორს მდგომი სახელმწიფო თანამდებობის პირი, როგორიც არის ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი.

სამწუხაროა, რომ ამ ადამიანს ელემენტარული ლექსიკაც კი არ ჰყოფნის, რომ საკუთარი მწვავე პოზიცია ისე დააფიქსიროს, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენოს საზოგადოების დიდ ნაწილს. 

ელემენტარული განათლების და ინტელექტის ნაკლებობას განიცდის ბატონი ღარიბაშვილი და სხვაგვარად უბრალოდ ვერ გამოთქვამს საკუთარ აზრებს. 

ენმ-გაერთიანებული ოპოზიციის მაჟორიტარობის კანდიდატი ნიკა მელია გუშინ "იმედის" ეთერში თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ინტერვიუს ეხმაურება, რომელშიც ღარიბაშვილი პოლიტიკურ ოპონენტებს "მოღალატეებს", "უგვანოებს" და "ბოროტ მასხარებს" უწოდებდა.


ასევე ნახეთ
close დახურვა