logo
ENG


ქადაგიძე: ეკონომიკის ზოგ დარგში 70-80%-იანი კლებაა, ხალხის დამუნათება უხერხულია
  • 506ნახვები

ქვეყანა რომ ჩაკეტეს, ხალხს მოშივდა. ადგა ერთი პარლამენტის წევრი (ფრენსის ზაკე) და ამომრჩეველს ბრინჯი და შაქარი დაურიგა. ამ აქტისთვის ის დააპატიმრეს, ზაკე ოპოზიციონერია.

საქმე იმაშია, რომ უგანდის პრეზიდენტ მუსევენის ბრძანებით, მხოლოდ ხელისუფლებას აქვს დახმარების გაცემის და მოსახლეობასთან შეხვედრის უფლება. ნებისმიერი სხვა პირი მკვლელობის ბრალდებით გასამართლდება, რადგან კორონავირუსის გავრცელებას უწყობს ხელს.

ეკონომიკის 5% ით შემცირება, იმას კი არ ნიშნავს რომ ყველას 5% პროცენტით შეუმცირდება შემოსავალი. რიგ დარგებში 70%-90%-იანი კლებაა, ადამიანებმა შემოსავალი დაკარგეს, ვალებს ვერ იხდიან და უმძიმეს სოციალურ პრობლემებში, მომავლის იმედის გარეშე არიან.

ჰოდა, ამ ხალხის დამუნათება საზოგადოებრივი ჯანდაცვის წესებს რატომ არ ემორჩილებიან, იმ ხალხისგან ვისაც კრიზისი ნაკლებად შეგვეხო და განსაკუთრებით საჯარო მოხელეებისგან, ძალიან უხერხულია.

თორემ ყველაფერი რომ ოპოზიციის ბრალია, აგერ უგანდაში, კანონში წერია პირდაპირ.

წერს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი Facebook-ზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა