logo
ENG


მეუფე იაკობი: ერთ მხარეს მელაშვილი ანგელოზად გამოჰყავს, მეორე მოღალატეს უძახის, არ შეიძლება
მეუფე იაკობო
18 ოქტ, 2020 17:28
მეუფე იაკობი: ერთ მხარეს მელაშვილი ანგელოზად გამოჰყავს, მეორე მოღალატეს უძახის, არ შეიძლება
  • 1051ნახვები

კაცი ახლა დაჭერილია და ერთ მხარეს გამოჰყავს ფრთიან ანგელოზად, მეორე მხარე კი, მოღალატეს უძახის - არ შეიძლება. როცა სასამართლოს არ აქვს მიღებული რაღაცა, მოღალატე ძალიან რთული რაღაცაა...სენსაციები...თან არჩევნების პერიოდია, ერთმანეთში გაარკვიონ, ვინ უნდა დაეჭირათ და ვინ არა. ჩვენ არავის არ ვაჭერინებთ, არავის დაჭერა არ გვიხარია. 

შევხედოთ რა, ფაქტებს მოვუსმინოთ, კირიონის ფაქტებს და გადავწყვიტოთ, რა არის სწორი და რა არა. კირიონი არაფერს არ იტყუება, უკან რომ დაიხიოს, მამა კირიონი აღარ იქნება. მაგი ერშიც არ დაიხევდა უკან და ახლა, როცა ბერია, მით უმეტეს, ასე იზამს.

ჩვენ მთავრობას ენა არ უნდა მოვუჩლიქოთ. არასწორად გვასწავლიან, რომ რასაც მთავრობა გეტყვის, ქედი უნდა მოუხარო. კარგად აქვთ სახარება წაკითხული.

ამბობენ, რომ არასწორად მოიქცა ხელისუფლება, როცა დაიჭირა [მელაშვილი და ილიჩოვა], არასწორ დროს დაიჭირა, ომია ქვეყნებს შორის.

ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა განაცხადა. ეპისკოპოსმა დავით გარეჯის საქმეზე დაკავებული ივერი მელაშვილიც გაიხსენა და მასზე ისაუბრა.


ასევე ნახეთ
close დახურვა