მთელს მსოფლიოში იმატებს კოვიდ19-ის რაოდენობა. რეკორდები მყარდება ყოველდღიურად და საქართველოშიც ბოლო 1 თვის განმავლობაში მნიშვნელოვნად იმატებს. ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე, მთელი მსოფლიო ასე დგას: პირველი - შემოვიღოთ ისევ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები თუ მეორე - ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა. ანუ პირველ შემთხვევაში მართვა იქნება შედარებით იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის საფრთხის წინაშე დადგება ეკონომიკა. მეორე შემთხვევაში მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება, ხოლო ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებზე, ჯანდაცვაზე და კლინიკების სექტორზე.