logo
ENG


ჩიტიძე: ტერორისტებთან არ მიდიან მოლაპარაკებაზე
  • 683ნახვები

ბოლომდე არაფერი გარკვეულა, მეტიც, ჯერ არც არაფერი ვიცით. ამიტომ, ნაადრევი მგონია ყოველგვარი შეფასება.

თუმცა, რაც ამ დრომდე ვიცით:

⭕️ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსხვერპლი არ გვყავს. ამ ადამიანებს, მთელი ცხოვრება ემახსოვრებათ ეს საშინელება და წარუშლელი ტრავმაა.

⭕️ კარგია რომ, რიგითი პოლიციელები თავს დებენ საკუთარი პროფესიის დასაცავად და ჩვენი უსაფრთხოებისთვის. ძალიან ბევრი ადამიანი ასეთ სიმამაცეს ვერ გამოიჩენდა.

⭕️ ტერორისტი არის ძალიან გამოცდილი, პროფესიონალი და აშკარად სამხედრო/საბრძოლო უნარების ზედმიწევნით მცოდნე. მოლაპარაკებები გამართა მშვიდად, აუღელვებლად და თავზე გადაგვახია მთელი უსაფრთხოების სისტემა.

⭕️ ტერორისტს ახალი ველოსიპედი არ გამოუგონია. მეტიც, ჟანრის კლასიკის კანონებს მიჰყვებოდა. წაგებული მაშინ
გვქონდა, როცა შენობა დავატოვებინეთ და გზა გავუხსენით. დარწმუნებული ვარ, სახელმძღვანელოები და გაიდლაინები არსებობს სპეც.სამსახურებისთვის, სადაც ამგვარი შემთხვევებია განხილული (საბრძოლო მოქმედებაში მოყვანილი ხელყუმბარაზე ტრივიალური რაღა უნდა იყოს?).

ახლა, დიდი სურათი. ზუგდიდი არის პირველი ურბანული ცენტრი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან ძალიან ახლოს მდებარეობს (10 წუთის სავალზეა ენგურის ხიდიდან).

შესაბამისად, ეს ადგილი ერთერთი ყველაზე დაცული უნდა იყოს. თუმცა,
დიდი ხანი არ გასულა, რაც ადამიანები აფხაზეთიდან გადმოვიდნენ, დღისით, მზისით, გიგა ოთხოზორია ჩვენივე კონტროლირებად ტერიტორიაზე დაკლეს და გადავიდნენ.

ამაზე რეაგირება გვქონდა? არა. მეტიც,
მკვლელი თავისუფლად დადის აფხაზეთში. ტატუნაშვილი რომ სასტიკად აწამეს და მერე ორგანოებამოცლილი
გადმოგვცეს უკან, მაგაზე რა ვქენით? ვერც ვერაფერი.

არადა, არც შორს წასვლაა საჭირო იმისთვის, რომ იცოდე, თავი როგორ დაიცვა. გახსოვთ, ასეთი კრიმინალები ოკუპირებულ ტერიტორიაზე რომ იძინებდნენ და დილით ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ეღვიძებოდათ? ან, ტუალეტში შესვლისას რომ ფეთქდებოდნენ უცაბედად?

ზუსტად ეს არის რეჟიმი, როცა პერმანენტულ ომში ხარ და თავს იცავ.

ძალიან გთხოვთ, ნუ გვიკითხავთ მორალს, რომ რადგან ადამიანები ცოცხლები არიან (რაც უმნიშვნელოვანესია), ოპერაცია, a priori წარმატებული იყო.

ტერორისტებთან არ მიდიან მოლაპარაკებაზე. მათ უბრალოდ იჭერენ ან ადუღებენ ადგილზე. პუტინის რუსეთივით რომ არ უნდა ვიქცეოდეთ და ადამიანებს ვაწირავდეთ სპეც.ოპერაციას, მაგას დიდი ინტელექტი არ სჭირდება.

მაგრამ, როდესაც ქვეყანას ასე აბაიბურებს მარტო კაცი, ვიღაც შვარცნეგერა არსება, ეს არის სამარცხვინო და ღირსების შემლახავი მოპყრობა.

ძალიან მინდა ვცდებოდე და მჯეროდეს, რომ ტერორისტს საკადრისი პასუხი გაეცემა.

იურისტი გიორგი ჩიტიძე ფეისბუქზე, ზუგდიდში საქრთველოს ბანკში მომხდარ თავდასხმას გამოეხმაურა.


ასევე ნახეთ
close დახურვა