logo
ENG


გუგავა კობახიძეზე: დააბით, გადამალეთ, დამამშვიდებელი წამლები დაალევინეთ
  • 420ნახვები

რამენაირად გადამალეთ კობახიძე არჩევნებამდე, თუ გინდათ, რომ პროცესი არ აფეთქდეს, არ გავიდეს ქუჩაში, არ წაილეკოს ხელისუფლება. ასეთ დროს დააბით, გადამალეთ, დამამშვიდებელი წამლები დაალევინეთ კობახიძეს. სხვა შემთხვევაში, მისი ასეთი აგრესიული გამოხტომები უფრო გააღიზიანებს ხალხს, უფრო დიდ ოპოზიციურ მუხტს გააძლიერებს და შესაბამისი შედეგებიც დადგება.

ასე გამოეხმაურა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გუგავა ქართული ოცნების აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძეს, რომელმაც თქვა, რომ "რადიკალური ოპოზიცია" შეიარაღებული ამბოხების სცენარს განიხილავს და იკვლევს, რა რეაქცია ექნებათ მოქალაქეებს, თუ ოპოზიცია სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული დაპირისპირების ფორმას მიმართავს.


ასევე ნახეთ
close დახურვა