logo
ENG


ნათელაშვილი: პუტინმა, ივანიშვილის მეშვეობით თავზე დაგვამხო საპარლამენტო არჩევნები
  • 389ნახვები

რუსეთის პრეზიდენტმა, ჩვენი ქვეყნის მთავარმა ოკუპანტმა პუტინმა, რუსი ოლიგარქის ბიძინა ივანიშვილის მეშვეობით და ჩვენი ვაჭარი თანამემამულეების ხელით თავზე დაგვამხო ქვეყანა და საპარლამენტო არჩევნები. შედეგები ამ კენჭისყრისა, არის არალეგიტიმური, უკანონო, ანტისახელმწიფოებრივი და ასეთი პარლამენტის შეკრება გახლავთ დაუშვებელი. იქ არავინ უნდა შევიდეს, არა მარტო ოპოზიცია, არამედ თუ შერჩენიათ თავმოყვარეობა, ქართული ოცნების წევრებიც. მათმა მაჟორიტარებმაც უარი უნდა თქვან ე.წ. მეორე ტურზე.

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


ასევე ნახეთ
close დახურვა