logo
ENG


ანზორ მელია: მზად ვართ ცუდისთვის, რადგან ნიკამ დინების საწინააღმდეგოდ არჩია მოძრაობა
ანზორ მელია
03 ნოე, 2020 18:08
ანზორ მელია: მზად ვართ ცუდისთვის, რადგან ნიკამ დინების საწინააღმდეგოდ არჩია მოძრაობა
  • 1444ნახვები

ნიკა ისჯება სამშობლოს სიყვარულისთვის. კაცი, რომელიც თავდადებულია სამშობლოსთვის, ქვეყნისთვის. კაცი, რომელიც 5 თვეა არ მინახავს და პირველად ვნახე თავის შტაბში, არჩევნების დღეს და თქვენც იქ იყავით და ხედავდით, რა უპირატესობით უგებდა სხვებს. 

ამ მთავრობისგან მე ყველაფერს ცუდს ველოდები და მზად ვართ მე და ჩემი მეუღლე იმიტომ, რომ ნიკა როდესაც წავიდა პოლიტიკაში და დინების საწინააღმდეგოდ არჩია მოძრაობა, მშობელი რას უნდა ელოდეს. ტაშით ივანიშვილი მას არ დააჯილდოვებს. ბევრჯერ ჰქონდათ მცდელობა, რომ გადაებირებინათ ნიკა და არ გამოუვიდათ და ახლა უნდათ პატიმრობა, მაგრამ იცოდეს, რომ პატიმრობაში მყოფი ნიკა უფრო საშიში იქნება ამ მთავრობისთვის, ვიდრე გარეთ. 

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი მიმდინარეობს. მთავარი პროკურატურა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 100 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვს. უწყებამ სასამართლოს მას შემდეგ მიმართა, რაც ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა 1-ლი ნოემბრის საპროტესტო აქციაზე ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო.


ასევე ნახეთ
close დახურვა