logo
ENG


პრეზიდენტი: საოლქო კომისიებთან აქციები საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას აფერხებს
  • 307ნახვები

საოლქო საარჩევნო კომისიების შენობებთან მიმდინარე საპროტესტო აქციები, განსაკუთრებით კი აქციის მონაწილეთა აგრესიული ქმედებები აფერხებს საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას, რაც მშვიდ გარემოს საჭიროებს იმისთვის, რომ დაცული იქნას თითოეული ამომრჩევლის ხმა.

ყველას მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემისკენ. ასევე მოგიწოდებთ მკაცრად დაიცვათ ყველა რეკომენდაცია, რაც ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის არის აუცილებელი.

ეს არის ყველა პოლიტიკური პარტიის, მათი ლიდერებისა და აქციის თითოეული მონაწილის პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არჩევნების შედეგების გამო საოლქო საარჩევნო კომისიებთან მიმდინარე აქციებზე განცხადებას ავრცელებს.


ასევე ნახეთ
close დახურვა