logo
ENG


წულუკიანი: უპრეცედენტო ოდენობის უბნები გადაითვალა და დაჯდა ის შედეგები, რაც თავიდან იყო
  • 2659ნახვები

ჩვენ მათ ვეთამაშეთ მათივე წესებით, მათივე მოედანზე და ამ არჩევნებში გავიმარჯვეთ. გაიმარჯვა 928 ათასზე მეტმა ქართული ოცნების ამომრჩეველმა რაც იმას ნიშნავს, რომ კოაბიტაცია თუ კოალიციური მთავრობა აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იქნება. მესმის, რომ მათ ეს არ მოსწონთ, მათ მოსწონთ ის, რომ აყირავდეს ქვეყანა, აქ იყოს დესტაბილიზაცია და მოხდეს რევოლუციური სცენარის განვითარება, რისთვისაც მათ ჩვენ არგუმენტები არ დავუტოვეთ. არც ხმების გადათვლა იძლევა არანაირ საშუალებას, რომ იძახონ გაყალბებულიაო. 11 და მეტი, უპრეცედენტო ოდენობის უბნები გადაითვალა და ჩვენ ვნახეთ, რომ ერთი ერთში დაჯდა ის, რაც  იყო თავიდან ნაანგარიშები. შესაბამისად, ისინი არიან არგუმენტების და რესურსის თვალსაზრისით ბოლომდე გაკოტრებულები.

ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა თეა წულუკიანმა იმედის ეთერში განაცხადა. ოპოზიცია არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს, შედეგებს უნდობლობას უცხადებს, პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვს. დარღვევებზე, განსაკუთრებით ოქმებში არსებულ დისბალანსზე, რომელიც არჩევნების შედეგებზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, არასამთავრობო ორგანიზაციებიც მიუთითებენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა