ოპოზიცია არის ერთიანი. ყველა ითხოვს ერთ რამეს - არსებული უღრმესი პოლიტიკური კრიზისი გადაჭრილი იყოს მსოფლიოში აპრობირებული ხერხით. სხვა უებარი წამალი არავის გამოუგონია. როდესაც პრობლემები ვერ წყდება დარბაზში, მათ წყვეტს ქუჩა. ქუჩა გადააწყვეტინებთ, რომ უნდა დაინიშნოს რიგგარეშე არჩევნები. ეს არის კრიზისის განმუხტვის საშუალება.