logo
ENG


ნათელაშვილი პოლიციას: დაყარეთ მუნდირი სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან, შემოუერთდით ხალხს
  • 557ნახვები

ჩვენი მთავარი მტერი ბიძინა ივანიშვილია, რომელიც უნდა მოვიცილოთ. დიდი ილია ამბობდა: "თავისუფლების შოვნაი, სჯობს საშოვნელსა ყველასა". დღეს დიდი ილიას დაბადების დღეა და ქართველი ერი თავისუფლებისთვის მოედანზეა.

გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს გადაწყვტილება მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დამთავრდეს ერთხელ და სამუდამოდ.

დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის. ეს ბრძოლა დღეს დაიწყო. 89 წლის 9 აპრილს, ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია, თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადაგვარჩინა. მინდა მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს და პოლიციას - დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ჩვენ ვერ ავიტანთ მეტ სიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას და ყველაფერ ამაზე იწყება განაჩენის დაწერა. ჩვენ გავერთიანდით საერთო მტრის წინააღმდეგ. ყველა პარტია ერთად ვართ, ერი და ბერი განუყოფელი გახდა და ღირდა ცხოვრება ამ ისტორიული დღისთვის. ილიათი დავიწყე და ილიათი დავაგვირგვინებ: "ღმერთო, ღმერთო ეს ხმა ტკბილი გამაგონე ჩემს მამულში". ეს თქვენი ხმა უკვე მთელ მსოფლიოს ესმის.

განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ ოპოზიცია შედეგების გაყალბებაზე ალაპარაკდა და ხელახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით პერმანენტულ აქციებს მართავს.


ასევე ნახეთ
close დახურვა