დღეს უკვე დრონები დამალეს, კოსმოსში ააფრინეს და იქიდანაც ზღვა ხალხი გამოჩნდა და მიხვდნენ, რომ უნდა დაიმალონ. მეგობრებო, რაც არ უნდა ყორღანებიდან ააფრინონ დრონები, ხალხს მაინც ვერ დამალავ. საღამოს, როცა ტელევიზორს ჩაურთავენ ივანიშვილს, ნახავს ცარიელ ქუჩებს, ხელოვნურ კადრებს, მაგრამ მაინც ხალხის ხმა არ დააძინებს მას, არ მოასვენებს მას, გინდა აქ იჯდეს, გინდა ურეკში, გინდა საჩხერეში, გინდა ოფშკვითში. ხალხი აქ დგას, ხალხი არ გაჩერდება.