logo
ENG


კიკნაველიძე: მელაშვილი/ილიჩოვა დააპატიმრეს, რათა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს
  • 599ნახვები

ჩვენ აქ შევიკრიბეთ, რათა დავიცვათ ჩვენი არჩევანი და ქვეყანა არ დავუტოვოთ ივანიშვილს. არ დავუტოვოთ ივანიშვილის მონებს. აქ ვართ იმიტომ, რომ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პანდემიის დროს მოქალაქეები მიდიან არჩევნებზე და ამ ხმას იპარავენ. არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა არიან ციხეში, რათა ივანიშვილმა ძალაუფლება შეინარჩუნოს. ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მთლიანად სასამართლო არის ივანიშვილის ჯიბეში და ასრულებს მის დავალებებს. არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც მოქალაქეებს აღარიბებენ, ბოლო ლუკმას ართმევენ, მხოლოდ იმისთვის, რომ მერე რამდენიმე გროში გადაუგდონ. ჩვენ არ გვინდა ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ადამიანებს უშლიან ნების გამოხატვას, ეჩრებიან თავისუფალ ნებაში და ამის გამო ადამიანები მიდიან ციხეში. ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყანაში ცხოვრება და ჩვენ შევცვლით ამ ქვეყანას. 

თქვა ევროპული საქართველოს წევრმა, ირაკლი კიკნაველიძემ საპროტესტო აქციაზე.


ასევე ნახეთ
close დახურვა