logo
ENG


უგულავა ცესკო-ზე: ეს ქაჯეთის, სიყალბის ციხე აგურ-აგურ, სიმბოლურად უნდა დაიშალოს
გიგი უგულავა
08 ნოე, 2020 20:15
უგულავა ცესკო-ზე: ეს ქაჯეთის, სიყალბის ციხე აგურ-აგურ, სიმბოლურად უნდა დაიშალოს
  • 543ნახვები

უნდა გადავაყენოთ თამარ ჟვანია და მისი გამყალბებლების გუნდი. მათთან ერთად არ არსებობს თავისუფალი არჩევნები, ამიტომ მივალთ იქ, დავბანაკდებით და ვიქნებით მანამ, სანამ ან შიგნიდან არ გამოვლენ და გამოვლენ ბოლომდე, ან არასდროს გამოვლენ და შიგნით ამოიგუდებიან. ადამიანს, ვინც უნდა, რომ გააფორმოს ჩვენი ხმების ქურდობა, ეს არ უნდა შერჩეს. ამიტომ, ჩვენ ვიქნებით მტკიცე, დაუღალავი და ვიქნებით იქ, სადაც საჭირო იქნება, რომ ის ქაჯეთის ციხე, სიყალბის ციხე, აგურ-აგურ, სიმბოლურად დაიშალოს და ამ ქვეყანაში აღარასდროს არავის ჰქონდეს ცდუნება, მოიპაროს ის, რაც ყველაზე სანუკვარია. ჩვენი გეგმა ასეთია, ვიქნებით ცესკო-სთან მანამ, სანამ არ გადადგება ჟვანია და მთელი შემადგენლობა.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა, სადაც მოქალაქეები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან მსვლელობით ცენტრალური საარჩევნო კომისიისკენ მიემართებიან.


ასევე ნახეთ
close დახურვა