logo
ENG


მშვენიერაძე აქციაზე: ცალსახად არის ადამიანის შეკრების კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევა
  • 538ნახვები

ის რაც ვიხილეთ, ცალსახად არის ადამიანის შეკრება-მანიფესტაციის კონსტიტუციური უფლების უხეში დარღვევა. ცალსახად უკანონოა სახელმწიფოს მხრიდან აქციის პრევენციული დაშლა ან/და გაფრთხილების გარეშე სპეციალური საშუალებების გამოყენება. ამორალურობაზე, ცინიზმსა და პოლიტიკურ უმწიფობაზე აღარაფერს ვამბობ

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ ცესკო-სთან მიმდინარე აქციის შეფასებისას Facebook-ზე დაწერა. ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ დარბევის დაწყებამდე ისინი სამართალდამცველებს არ გაუფრთხილებია. მომიტინგეებმა ცესკოსთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა