logo
ENG


ბოკერია: კოვიდის საბაბით პროტესტის ჩახშობის ცინიკური მცდელობა არ უნდა გაუვიდეთ
გიგა ბოკერია
09 ნოე, 2020 17:33
ბოკერია: კოვიდის საბაბით პროტესტის ჩახშობის ცინიკური მცდელობა არ უნდა გაუვიდეთ
  • 841ნახვები

ვთვლი, რომ არ უნდა გაუვიდეთ ეს საბაბი, ცინიკურად გამოყენებული ამ რეჟიმის მხრიდან, რომელმაც, თავისი პოლიტიკური ამოცანების გამო, თვითონ ჩააფლავა კოვიდთან დაკავშირებით მისაღები ზომები და საფრთხე შეუქმნა ჩვენ ქვეყანას. არ უნდა გაუვიდეთ, რომ ასეთი ცინიკური საბაბით ჩვენი პოლიტიკური თავისუფლება და სამოქალაქო უფლებები შეზღუდონ. არავის დავავალდებულებთ ამას. ეს ჩემი პოზიციაა, რომ სამოქალაქო თავისუფლებები არ შეიძლება შევზღუდოთ კოვიდის საბაბით პროტესტის ჩახშობის ამ ცინიკური მცდელობის გამო.

ამის შესახებ ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ ლელოს ოფისთან ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. დღეს 18:00 საათზე ოპოზიციის მორიგი მასშტაბური საპროტესტო აქციაა დაანონსებული, 22:00 საათიდან კი საკოორდინაციო საბჭოს მიერ დაწესებული ე.წ. კომენდანტის საათი შედის ძალაში. აქციის მონაწილეების ნაწილი აცხადებს, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებას არ დაემორჩილება და შეზღუდვის მიუხედავად, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას არ დატოვებენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა