logo
ENG


ნადირაშვილი: ყველამ ვნახეთ საკუთარი თვალით, როგორ სძულს ივანიშვილს თავისი მოქალაქეები
  • 530ნახვები

გუშინ, ყველამ ვნახეთ საკუთარი თვალით, ივანიშვილმა და მისმა მონებმა როგორ მიიტანეს იერიში ადამიანებზე ნოემბრის თვეში როგორ მიუშვირეს წყლის ჭავლი ხალხს მაშინ, როდესაც პანდემიის პიკია. ჩვენ დავინახეთ, როგორ სძულს ივანიშვილს თავისი ხალხი და თავისი მოქალაქეები. მჯერა, ხელისუფლება, რომელსაც ასე სძულს ხალხი, დიდი ხანი ვერ დარჩება აქ. 

ჩვენ წინ გვაქვს დიდი და გრძელი გზა. უნდა შევეგუოთ იმას, რომ შეიძლება მოგვიხდეს დიდი ხანი დგომა ქუჩაში, მკაცრი ბრძოლა, მაგრამ არ გვაქვს უკან დასახევი გზა. ჩვენს წინ არის ასეთი არჩევენი - ჩავეფლათ ჭაობში თუ გადავდგათ ნაბიჯი წინ, ევროპისკენ და მომავლისკენ. ყველას გამძლეობას გთხოვთ, ჩვენ ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას ამ მოედანზე.  

ამის შესახებ ევროპული საქართველოს წევრმა ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა. შეგახსენებთ, გუშინ, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ცესკო-ს თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვეს. მოგვიანებით, მომიტინგეებმა ცესკო-სთან გადაინაცვლეს, სადაც მათ წინააღმდეგ სპეცრაზმმა წყლის ჭავლი გამოიყენა. მომხდარის შედეგად დაშავდნენ ჟურნალისტები და მოქალაქეები.


ასევე ნახეთ
close დახურვა