logo
ENG


ხუხაშვილი: საგამოძიებო კომისიისთვის, ოპოზიციამ პროცესს დროებითი ლეგიტიმაცია უნდა მისცეს
  • 734ნახვები

კრიზისი სახეზეა. გასაგებია, რომ არჩევნები გაყალბდა, მაგრამ შეთანხმებაა საჭირო. ერთადერთი რაც ქართველ ამომრჩეველს დასადგენი აქვს, შეცვალა თუ არა ამ გაყალბებამ არსებითად არჩევნების შედეგები. ქუჩის აქციების წინააღმდეგი არავინაა, მაგრამ გვჭირდება კომპეტენტური საქმის შეკერვა, საიდანაც დავთვლით ყველაფერს და დავინახავთ, რომ არსებითად შეიცვალა არჩევნების შედეგები. ამას სჭირდება შეთანხმებების მიღწევა. საუკეთესო ფორმა ამის გაკეთების გახლავთ საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ოპოზიცია არ აღიარებს საპარლამენტო შედეგებს და თანხმდება ხელისუფლება იმაზე, რომ დაიწყება დიდი საგამოძიებო პროცესი. ხელისუფლება უნდა დათანხმდეს, რომ თუ ამ დასკვნით გაირკვევა, რომ შედეგები არსებითად შეიცვალა, დაეთანხმება რიგგარეშე არჩევნებს. ახალი პარლამენტი იმ შემადგენლობით უნდა შეიკრიბოს, რომელსაც ოპოზიცია არ აღიარებს, მაგრამ მიიღებს რეალობას იმ დათქმით, რომ თუ კომისიის დასკვნა იყო უარყოფითი, ჩატარდეს რიგგარეშე არჩევნები. მისცეს დროებითი ლეგიტიმაცია პროცესს, რათა საბოლოო ჭეშმარიტება დადგინდეს. კრიზისი კი არ დამთავრდეს, არამედ ის გადავადდეს

ამის შესახებ გადაცემაში "კომენტარი" პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა. ოპოზიცია ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და აცხადებს, რომ არჩევნები გაყალბებულია. ხელისუფლების ოპონენტები ხელახალი არჩევნების დანიშვნას, ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.


ასევე ნახეთ
close დახურვა