logo
ENG


გამყრელიძე: თუ კარგად ვმართავთ ყველა შემთხვევას, საწოლფონდის დეფიციტი არ უნდა შეიქმნას
  • 525ნახვები

დღეს ქვეყანაში მობილიზებულია დაახლოებით 5 700 საწოლი სტაციონარებში და კიდევ ამდენი კოვიდ სასტუმროებში. ამავე დროს, მიმდინარეობს დამატებითი საწოლების მობილიზაცია და დაგეგმილია, რომ დაახლოებით 8 400 საწოლამდე გაიზრდება მომავალი ერთი თვის განმავლობაში. წესით და რიგით, თუ კარგად ვმართავთ ყველა შემთხვევას და იქნება ტრიაჟი კარგი, საწოლფონდის დეფიციტი ქვეყანაში არ უნდა შეიქმნას.

ამის შესახებ დაავადებთა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა. საქართველოში დღეს კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა 3 120-ით გაიზარდა. ბოლო 24 საათში, კორონავირუსით 33 ადამიანი გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა 2358 ადამიანი.


ასევე ნახეთ
close დახურვა