კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ხელისუფლებას არ გამოიყენოს პოლიციური ძალები, ისეთი გზით რაც ადამიანების რადიკალიზაციას მოახდენს. მე მესმის, რომ პოლიციამ უნდა იზრუნოს წესრიგზე და ხალხს არ მისცეს საშუალება, რომ დააზიანოს სახელმწიფოს საკუთრება, მაგრამ ისტორიიდან ვიცით, რომ ზოგჯერ პოლიცია უშვებს შეცდომებს და ცდილობს დაანახოს საკუთარი ძალა. ამან შეიძლება მოიტანოს ადამიანთა რადიკალიზაცია. მოვუწოდებთ ხელისუფლებას და პოლიციას, რომ ასეთი მეთოდები არ გამოიყენოს.