logo
ENG


კახიძე ჟვანიას: მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის, თქვენნაირი დისკრედიტირებული ფიგურის გარეშე
ოთარ კახიძე
13 ნოე, 2020 19:39
კახიძე ჟვანიას: მოვემზადოთ ახალი არჩევნებისთვის, თქვენნაირი დისკრედიტირებული ფიგურის გარეშე
  • 740ნახვები

ევროპული საქართველო, გაყალბების ამ მასშტაბის გათვალისწინებით ითხოვს ახალი არჩევნების მომზადებას, ოღონდ ამ არჩევნებს უნდა გაუძღვეს არა დისკრედიტირებული ფიგურა ქალბატონო თამარ, თქვენი სახით და ამ კომისიის წევრების სახით, არამედ ახალი საარჩევნო ადმინისტრაცია უნდა ჩამოყალიბდეს. ადმინისტრაცია, რომელსაც ექნება ხალხის ნდობა და შემდგომ ისეთი არჩევნები უნდა ჩავატაროთ, რომელშიც მოქალაქეები  თავისუფალ არჩევანს გააკეთებენ კაბინაში და არა გარეთ, როდესაც საუბნო კომისიის წევრები არ გააყალბებენ მოქალაქეების ხმებს და იმ არჩევანს. ერთიანებს ოთხიანებად არ გადაასწორებენ და სადაც შემდგომ თუ რამე სადაო გახდება კომისიები ხმებს გადაითვლიან.

მიმართა ევროპული საქართველოს წევრმა ოთარ კახიძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს თამარ ჟვანიას, სხდომაზე, სადაც ოპოზიციის საჩივრების განხილვა მიმდინარეობს.


ასევე ნახეთ
close დახურვა