logo
ENG


ხაზარაძე: ივანიშვილმა მოკლა ანაკლიის პროექტი, მიისაკუთრა სასამართლო, გააღარიბა ხალხი
  • 509ნახვები

"ოცნებამ" და ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა გაყო შუაზე, დააპირისპირა ჩვენი ერი და ამას საფუძველს უკვე ბოლო 8 წელია, უყრის ნაბიჯ-ნაბიჯ. 

მან თავისი უსაფრთხოების გამო ქვეყნის უსაფრთხოება დააყენა საშიშროების წინაშე და მოკლა ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი - ანაკლია, რომელიც იქნებოდა ჩვენი ქვეყნის ყველაზე შემოტრიალების წერტილი ეკონომიკურად, აფხაზებთან სალაპარაკოდ, საქართველოში ნამდვილი დროშის ჩასარჭობად, რომ რეგიონალური ლიდერები გავმხდარიყავით. 

მან თავისი უსაფრთხოების გადასარჩენად მიისაკუთრა სასამართლო, მიისაკუთრა იმ ოდიოზური მოსამართლეებით და პროკურორებით, რომლებიც სასამართლოს შენობას 2 კილომეტრში არ უნდა ეკარებოდნენ. 

მან ეს ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ მიიყვანა სიღატაკემდე და ხალხს პირდაპირ, დაუფარავად, ცინიკურად უთხრა, წადით ამ ქვეყნიდან, აქ სამუშაო ადგილი არ შეიქმნება. მან ბოლოს, 31-ის არჩევნებით, ყველაზე დიდი რამ - ხმა მოპარა ქართველ ხალხს, რომელიც ღმერთის მიერ არის ბოძებული. ამას არავინ დათმობს. 

თქვა "ლელოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ


ასევე ნახეთ
close დახურვა