logo
ENG


ელისაშვილი: დღეს სახლში დავტოვეთ ჩვენი პარტიები და აქ 1 პარტიის წევრები ვართ, ეს სამშობლოა
  • 606ნახვები

აქ დგომა არის ძალიან დიდი ბრძოლა ჩვენი ქვეყნისთვის. თვალს ვადევნებდი სამთავრობო ტელევიზიებს და იქ იძახიან, რომ ეს იმ პარტიის აქციაა, ამ პარტიის აქციაა. მათ საპასუხოდ უნდა ვთქვათ, რომ ჩვენ დღეს სახლში დავტოვეთ ჩვენი პარტიები და აქ ერთი დიდი პარტიის წევრები ვართ ყველანი - ეს პარტია არის ჩვენი სამშობლო, რომლისთვის ბრძოლა და აქ დგომაც ღირს. 30 წელია თავი ვერ ავწიეთ, მაგრამ აქ მოსვლით ვადასტურებთ, რომ ჩვენში ჩვენი წინაპრების გაუტეხელი სისხლია, იმ წინაპრების, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ. იმ კაცმა გაიგოს, ზვიგენების გარემოცვაში რომ ცხოვრობს, რომ არ გადავშენებულვართ ქართველები.  

განაცხადა პარტია მოქალაქეების ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლის დროს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ოპოზიციის მორიგი მასშტაბური აქცია მიმდინარეობს.


ასევე ნახეთ
close დახურვა