არაფერი, გარდა ერთობისა, არ დაამარცხებს ოლიგარქს. როგორც არასდროს, ერთობა არის უმნიშვნელოვანესი. ის, რომ სხვადასხვანაირი ადამიანები ვართ, თუნდაც რუსთაველის გამზირზე, თუნდაც აქ, ბათუმში, სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები, ეს არის ჩვენი უპირატესობა. ჩვენ ერთი მიზანი გვაერთიანებს, სხვადასხვა მოსაზრებებით ვართ შეკრებილები, მაგრამ ერთი მიზანი გვაერთიანებს. ის, რომ ვართ მრავალფეროვანი, ეს ჩვენი ძალაა და ამას უნდა გავუფრთხილდეთ.
ყველაზე საუკეთესო საშუალება ურთიერთობების გაფუჭების, არის მისი გარკვევის მცდელობა. ადამიანი გვეუბნება, არ მაინტერესებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ხარ, ლელოსი, ლეიბორისტული პარტიის, გირჩის, ევროპული საქართველოსი თუ სხვა პარტიისო, არ მაინტერესებთ არც ერთიო, ირმა ინაშვილის პარტიაც არ მაინტერესებსო და რას ვარჩევთ ერთმანეთთან, ხალხო? ისტორია არ შემოინახავს ამ დეტალებს, ისტორია შემოინახავს შემდეგს - ან ერი ამაყი გავიმარჯვებთ ბოროტებაზე, ან ბოროტება გაიმარჯვებს ჩვენზე.