logo
ENG


დეკანოიძე: ვეთანხმები ყველას, ვისაც ოცნების ამომრჩევლისთვის სირცხვილის დერეფანი არ მოსწონს
  • 1199ნახვები

სრულიად ვეთანხმები ყველას, ვისაც თუნდაც ოცნების ამომრჩევლისთვის (იდეაც რომ იყოს) სირცხვილის დერეფნები არ მოსწონს. სირცხვილის დერეფნები გაკეთებული ჰქონდათ ე.წ კრიმინალირ ელემენტებს და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს. ყველას იწერდნენ, ატერორებდნენ. ჩვენ ამ არჩევნების მეორე ტურში არ გავდივართ. ოცნების კანდიდატებს გადაწყვეტილი აქვთ ისევ შეაწუხონ ხალხი, იძალადონ, მიიყვანონ. მეორე ტურები არ არსებობს - ეს უნდა გავითავისოთ!!! ოცნების ამომრჩეველს კი უნდა ვესაუბროთ ბევრი რომ არჩევნები მათაც მოპარეს და რატომ არის ბიძინა დიდი კატასტროფა ქვეყნისთვის.

ამის შესახებ ნაციონალური მოძრაობის წევრი ხატია დეკანოიძე Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოაწყონ.


ასევე ნახეთ
close დახურვა