logo
ENG


ელისაშვილი: ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას არ ვეთანხმები
  • 1021ნახვები

21 ნოემბერს, საარჩევნო უბნებთან ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნების მოწყობას კატეგორიულად არ ვეთანხმები! ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გულწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა, რომ ნელ-ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება.

ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე წერს. გუშინ, 15 ნოემბერს, ბათუმში გამართულ აქციაზე ენმ-ის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, მეორე ტურზე საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები მოაწყონ.


ასევე ნახეთ
close დახურვა