logo
ENG


ხოშტარია: პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია
  • 1384ნახვები

1 წლის წინ ქართულმა ოცნებამ გიორგი რურუა დააკავა და აქცია პოლიტიკურ პატიმრად. მისი გათავისუფლება 8 მარტის შეთანხმების ნაწილი იყო, თუმცა ხელისუფლებამ შეთანხმება დაარღვია და მეტიც, ახალი პოლიტიკური პატიმრები გაჩნდნენ საქართველოში - ივერი მელაშვილი, ნატალია ილიჩოვა, ისნის საოლქო კომისიის თავჯმდომარის სიკვდილში დადანაშაულებული აკაკი ხუსკივაძე და აკაკი ობოლაძე.

პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკების ერთ-ერთი მთავარი საკითხია და არ ვაპირებთ დათმობას.

საქართველოში აღარ იქნებიან პოლიტიკური პატიმრები. ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ პოლიტიკურ ანგარიშწორებასა შურისძიებას.

ოპოზიციას ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში სამი მთავარი მოთხოვნა აქვს: საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლა, ხელახალი არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. 



ასევე ნახეთ
close დახურვა