logo
ENG


ირაკლი კობახიძე: ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი ზედმეტია
  • 1963ნახვები

ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს. ბუნებრივია, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი არის ზედმეტი იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შედგა არჩევნები და ეს არჩევნები არის საყოველთაოდ აღიარებული როგორც თავისუფალი და კონკურენტული. ვადასტურებ კიდევ ერთხელ, რომ ეს საკითხი ვერ იქნება ჩვენი მხრიდან განხილული. აქ ერთი რამ უნდა ითქვას მკაფიოდ, ის გამარჯვება, რაც მოიპოვა ქართულმა ოცნებამ, არ ეკუთვნის მხოლოდ ჩვენს პარტიას, ეს გამარჯვება ეკუთვნის იმ მილიონამდე ადამიანს, რომელიც გამოცხადდა საარჩევნო უბნებში და მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას. ჩვენ ვერ დავთმობთ მილიონი ადამიანის გამარჯვებას.

ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ არჩევნები გაყალბდა და საპარლამენტო მანდატებზე უარს ამბობენ. ისინი ცესკო-ს თავმჯდომარის გადადგომას, ხელახალი არჩევნების ჩატარებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ. 



ასევე ნახეთ
close დახურვა