logo
ENG


მარგველაშვილი ოცნებაზე: ხელისუფლების მიმტაცებლები არიან, ახლა უკვე პარლამენტის დონეზე
  • 1018ნახვები

ყველაზე სტრატეგიულად სწორი გზა, რომელიც ოპოზიციამ აირჩია არის ის, რომ არ შედიან პარლამენტში და ამით პრესინგს აძლიერებენ ამ პროცესზე. ეს პროცესი მართლა შუა გზაზე გაჩხერილი გემი ხომ არ არის? ამ გემს პორტებში უნდა შესვლა, სადაც საწვავს უსხამენ. ჩვენი პარტნიორები სერიოზულ რესურსს ხარჯავენ, რომ საქართველომ როგორც ეფექტურმა სახელმწიფომ იფუნქციონიროს. ძალიან ეჭვი მეპარება, რომ ამ სისტემის შემქმნელები, როდესაც ფაქტის წინაშე დადგებიან და უნდა იყვნენ წარმოდგენილები ევროპარლამენტში თუ გაეროში თუ სადაც გნებავთ... ერთპარტიული პარლამენტისა და ერთპარტიული მმართველობის ქვეყნის გვერდით დადგებიან? ასეთი ქვეყნები როგორც საქართველოა, ნაკლებად ახერხებენ ასე ფუნქციონირებას. ამათ აღარსად ექნებათ აღარც გასასვლელი და აღარც მისასვლელი და ამ ყველაფერს ვეღარ გაასაღებენ რადიკალური ოპოზიციის ახირებად. ისინი არიან ხელისუფლების მიმტაცებლები, ახლა არა მარტო სასამართლოსა და თვითმმართველობის დონეზე, არამედ ახლა უკვე პარლამენტის დონეზე. საერთაშორისო ზეწოლის დონე კი უფრო გაიზრდება. რიტორიკა კიდევ უფრო იცვლება და მომავალშიც გამძაფრდება

ამის შესახებ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ ხელისუფლებამ არჩევნები გააყალბა. მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან.



ასევე ნახეთ
close დახურვა