logo
ENG


კობიაშვილი მე-2 ტურზე: სრულ მობილიზებას ვაკეთებთ, მაქსიმუმს ვიზამთ და გავიმარჯვებ
  • 1971ნახვები

ჩვენ სრულ მობილიზებას ვაკეთებთ და დარწმუნებული ვართ, მეორე ტურში გავიმარჯვებთ. თუმცა, იქიდანაც გამომდინარე, რომ ყოფილი სპორტსმენი ვარ და ნებისმიერ ჩემს მოწინააღმდეგეს პატივს ვცემ, რასაკვირველია, ისიც ვიცი, რომ ჩემზე მეტი ხმა აიღო და ამას თავის გარემოებები ჰქონდა. თუმცა, როგორც ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი პარლამენტის წევრი, მაქსიმუმს გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებთ

ამის შესახებ ქართული ოცნების გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან კობიაშვილმა ღამის კურიერის ეთერში განაცხადა. ოპოზიცია ამ დრომდე საპარლამენტო ბოიკოტის რეჟიმში რჩება, ისინი არც მაჟორიტარულ ოლქებში 21 ნოემბრის მეორე ტურებში აპირებენ მონაწილეობის მიღებას. ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ მათი მტკიცე მოთხოვნა კვლავ ხელახალი არჩევნების დანიშვნა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო ადმინისტრაციის ცვლილებაა. ქართული ოცნების ლიდერები კი ამბობენ, რომ ისინი ხელახალი არჩევნების მოთხოვნას არც ერთ შემთხვევაში არ დათანხმდებიან. აღსანიშნავია, რომ პირველ ტურში ენმ-ის ლიდერმა ნიკა მელიამ გლდანში ლევან კობიაშვილზე მეტი ხმა მიიღო. 



ასევე ნახეთ
close დახურვა