logo
ENG


დეკანოზი ლომიძე: თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი
  • 1016ნახვები

უკვირს ხალხს, წელს პატრიარქმა მმართველ პარტიას არჩევნებში გამარჯვება ჯერ არ მიულოცაო. ბევრი გაშმაგებული ლანძღავს ქუთაისის მიტროპოლიტ იოანეს, ხელისუფლებას არჩევნებში გამარჯვება ყველამ უნდა მივულოცოთო, რომ გვარიგებს. თუ პატრიარქი წელს არ ულოცავს არჩევნებში გამარჯვებულს, ძალიანაც კარგი, მართებული პოზიციაა და ასეც უნდა იყოს. უფრო მეტსაც გეტყვით, არც წინა არჩევნებში, არც იმის წინაში, არც იმის წინის წინაში და არასოდეს, არცერთ არჩევნებში გამარჯვებულისთვის არ უნდა მიელოცა ეკლესიას. ეკლესია განზე უნდა იდგეს საარჩევნო კამპანიისგანაც და დამარცხებულ-გამარჯვებულის მხარდაჭერისგანაც. ესაა საერო და ამქვეყნიური საქმე, ესაა მიწიერი ბრძოლა ძალაუფლებისთვის და მასში ეკლესიას არაფერი ესაქმება. თუ ეკლესიის მსახურები და ასევე პოლიტიკოსები ვერ შევიგნებთ ამას, მოვა დრო და თვითონ ცხოვრება და საზოგადოება მიგვიჩენს ჩვენს ადგილს და ეს უფრო მტკივნეული იქნება

ამის შესახებ დეკანოზმა თამაზ ლომიძემ Facebook-ზე დაწერა.



ასევე ნახეთ
close დახურვა