logo
ENG


რატიანი: ერთმანეთის წიწილაობაში უფსკრულისკენ წავალთ,უნდა გავერთიანდეთ, გადავარჩინოთ ქვეყანა
  • 2952ნახვები

ბოლო რამდენიმე დღეა ძალიან დავითრგუნე. როცა პაციენტი ან მისი პატრონი გიკავშირდება 112-ით და გთხოვს, რომ მიიღო პაციენტი და მას ვერ ეხმარება, ეს დამთრგუნველია ექიმისთვის...უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ხალხი გადარჩეს. ამ ხალხს უნდა ვუშველოთ და მოვლა უნდა ვისწავლოთ ერთმანეთის. ხვალიდან იქნება, მთავრობა, პოზიცია იქნება, ოპოზიცია იქნება უნდა დასხდნენ ყველა ერთად და გადაწყვიტონ რა გააკეთოს ქვეყანამ, რომ რაც შეიძლება ნაკლები მსხვერპლი იყოს ამ ვირუსისგან. ერთმანეთის წიწილაობაში ქვეყანა უფსკრულისკენ წავა, თუ გავერთიანდებით ყველა ერთად, დამერწმუნეთ რომ ქვეყანა გადარჩება. 

 

განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა ლევან რატიანმა ქვეყანაში არსებულ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებასთან დაკავშირებით. შესაბამისი განცხადება მან გადაცემაში "სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულა" გააკეთა. 



ასევე ნახეთ
close დახურვა