logo
ENG


რატიანი: პიკის დროს მაინც, მომდევნო ორი კვირა, თავი შევიკავოთ დედაშვილურ ურთიერთობაზეც
  • 4324ნახვები

მე მესმის დღევანდელი ყოფა-ცხოვრების აბსოლუტურად, მაგრამ სიცოცხლეზე დიდი ფასი კაცობრიობას არაფერი შეუქმნია, ამიტომ ყველას სიცოცხლე უნდა გადარჩეს და გადავარჩინოთ. ამიტომ, ყველამ ერთად, მთელმა საზოგადოებამ, ერმა, ბერმა ერთად უნდა გავაკეთოთ, რომ თავი დავიცვათ. რამენაირად, ეს მომდევნო ორი კვირა მაინც, როცა პიკი იქნება, თავი შევიკავოთ ერთმანეთთან ურთიერთობისგან, ყველანაირ მიგრაციაზედედაშვილურზეც, ყველაფერზე უნდა შევიკავოთ თავი, რომ დედაც კარგად გვყავდეს და შვილებიც. არ ვიცი, ბატონო, ეს ეკონომიკა და პოლიტიკა, ეს ჩემზე უკეთესად იციან ჩემმა ზემდგომებმა, მაგრამ ერთი რამე შემიძლია, ყველას ვთხოვო და ვურჩიო, სიცოცხლე უნდა გადარჩეს ქვეყანაში.

ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანმა პირველი არხის ეთერში საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრისას განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა