ორშაბათიდან, 16-დან მდგომარეობა ძალიან სწრაფად დამძიმდა - მქონდა ცხელება, ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა და რაც მოსალოდნელი იყო ჩემი თანმხლები დაავადებების გამო, 4 დღე თანმიმდევრულად მკვეთრად უარესდებოდა ჩემი იმუნური სტატუსის მაჩვენებლები. ხუთშაბათს მან მიაღწია კრიტიკულ დონეს და მივიღე გადაწყვეტილება, რომ დამეწყო რემდესივირის გადასხმა. ის ჯერ სამწუხაროდ საქართველოში არ არის შემოტანილი და მე უცხოეთიდან გამომიგზავნეს. რემდესივირი, შესაძლოა, არ არის იდეალური პრეპარატი, მაგრამ უკეთესი არ არსებობს.
თქვა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ იმედის ეთერში.