logo
ENG


ტიკარაძე გარემოვაჭრეებზე: ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება, ვერ შევძელით საკმარისი ახსნა
  • 3504ნახვები

დღეს, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია და ეს არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ძალიან ვწუხვარ, რომ აქციები კვლავ იმართება და ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ, შტაბმა და ასევე საბჭომ მიიღეს გადაწყვეტილება, საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით. დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ დავიცვათ ყველა ის ზომა და არ მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან.

ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე გარემოვაჭრეების აქციებს, რომლებიც დაწესებულ შეზღუდვებს აპროტესტებენ და მუშაობის შეწყვეტაზე უარს ამბობენ.



ასევე ნახეთ
close დახურვა