logo
ENG


გიგაური მელაშვილი-ილიჩოვაზე: სინდისის პატიმრები არიან და და ამას სტრასბურგიც იტყვის!
ეკა გიგაური
30 ნოე, 2020 19:30
გიგაური მელაშვილი-ილიჩოვაზე: სინდისის პატიმრები არიან და და ამას სტრასბურგიც იტყვის!
  • 900ნახვები

აი, ესაა უსამართლობის კლასიკური მაგალითი! ეს ადამიანები არიან სინდისის პატიმრები და ამას სტრასბურგიც იტყვის!

ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა Facebook-ზე დაწერა. დღეს, 30 ნოემბერს სასამართლომ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა ძალაში დატოვა. მიუხედავად ადვოკატის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებისა, ასევე 200-მდე ადამიანის თავდებობისა, მოსამართლე ზვიად შარაძემ მიიჩნია, რომ ილიჩოვას და მელაშვილის მხრიდან საფრთხეები ისევ არსებობს. 



ასევე ნახეთ
close დახურვა