logo
ENG


ნათელაშვილი: რომ მოვკვდები, იმის მერეც კაი ხანი მექნება 7%
  • 1381ნახვები

ივანიშვილმა პირადად გასცა განკარგულება, რომ ჩვენთვის 1% დაეწერათ, რათა ენახებინა ხალხისთვის, რომ ქვეყანაში ყველაფერი კარგადაა, ეს ნათელაშვილი იგონებს, სიცრუეში ამყოფებს საზოგადოებას და აგერ 1% მიიღეს ხმების. მე პირობას ვაძლევ ბიძინა ივანიშვილს და საარჩევნო კომისიის ყველა თავმჯდომარეს, ყველა დაჯდებით საბრალდებო სკამზე. ამ 1%-ის გამო, ყველას აგაკრავთ შუბლზე განაჩენებს ძალიან მალე. რომ მოვკვდები, იმის მერეც კაი ხანი მექნება 7%. არჩევნებზე დაახლოებით რამდენი ავიღეთ... 7%-ზე ნაკლები რომ არ იყო, ვიცით...

ამის შესახებ ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში საპარლამენტო არჩევნების შედეგებზე საუბრისას განაცხადა. ცესკო-ს ოფიციალური მონაცემებით, ლეიბორისტულმა პარტიამ 1% აიღო და მომავალ პარლამენტში 1 მანდატი მიიღო.



ასევე ნახეთ
close დახურვა