logo
ENG


ტიკარაძე: ჩემს ოჯახზე, ჟურნალისტების მხრიდან, ხორციელდება ზეწოლა და ძალადობა
  • 1508ნახვები

მაშინ, როდესაც ქვეყანაში ასეთი რთული ვითარებაა და ალბათ, ყველანი ვხვდებით, რომ ყველაზე რთულ ვითარებაში დღესდღეობით ჯანდაცვის სამინისტრო იმყოფება, ჩემს ოჯახზე, გარკვეული ჟურნალისტების მხრიდან, ხორციელდება გარკვეული წნეხი და ძალადობა. ვთვლი, რომ ნამდვილად, არასწორია. მე ვიაზრებ, რომ ვარ საჯარო პირი და ჩემს მიმართ დასმული ყველა კითხვა უნდა იქნეს პასუხგაუცემელი, მაგრამ მაშინ, როდესაც ეს ეხება ჩემს ოჯახის წევრებს და ჩემს შვილებს ვთვლი, რომ ეს დასაგმობია. დღესაც მიმდინარეობს ეს ზეწოლა ჩემს ოჯახზე. დღეს ჩემს ოჯახს აქვს რთული დღე, გარდაცვლილია ერთერთი ოჯახის წევრი და მიუხედავად ამისა, ჟურნალისტები არ ერიდებიან და კვლავ აგრძელებენ ზეწოლას ჩემს ოჯახზე. არ ვეხმაურები გავრცელებულ სიუჟეტებს, რადგან პატივს ვცემ სიტყვის თავისუფლებას და საჭიროების შემთხვევაში ყველა კითხვას გაეცემა პასუხი, მაგრამ ის რაც დღეს მიმდინარეობს საზოგადოების მხრიდან არის დასაგმობი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოება შესაბამის პასუხს გასცემს

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ უწყებათაშრისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.



ასევე ნახეთ
close დახურვა